logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება

13 ნოე 202010:07
3 წუთის საკითხავი
clock 823

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამოცხადდება.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში, კიდევ ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მოსამართლე სასჯელის შეფარდებაზე იმსჯელებს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო.  

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 - არასრულწლოვანი. აქედან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება. 

 


close დახურვა