logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

12 სექ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მომსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა, თამაზ ხომასურიძესთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. 

საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე 11 სექტემბერს დააკავესპროკურატურამ ხომასურიძეს ბრალი დღეს, 12 სექტემბერს, მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულებებს ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებისთვის წარუდგინა.

არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


close დახურვა