logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება - ოქროს მოწმემ დაკავებული არასრულწლოვანი ამოიცნო

23 ივლ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

დაკითხვების სერია გრძელდება - მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ იყო მისული ტრაგიკულად დასრულებული წვეულების იუბილარი. უცნობია, რატომ არ შეატყობინა პოლიციას გაბეჩავამ, შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, როცა საქმეში არსებული მიმოწერიდან გამოჩნდა, რომ მან ხელკეტებით დევნისა და ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ 19 ივნისის დილას იცოდა. მისი ადვოკატების განცხადებით, იუბილარმა საქმის სერიოზულობა უბრალოდ ვერ გააცნობიერა.

ურთიერთსაწინააღმდეგოა გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმისა და დაკავებული არასრულწლოვანის ჩვენებები. ახალი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაკავებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიყვანეს საგამოძიებო პროცედურისთვის ამირხანაშვილი ბრალდებულთან. მოწმემ არასრულწლოვანი ამოიცნო - ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობს, რომ . ჯერ .. ფერად ფარდულთან ნახა, შემდეგ კი მანქანაში, რითიც თბილისში ჩაიყვანეს. 

ამირხანაშვილის მონაყოლი წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის პოზიციასთან. მისი ოჯახის წევრებიც და ადვოკატიც ირწმუნებიან, რომ .. ნასვამი იყო, „ტოიოტა ქემრიში“ ეძინა და არც დევნის და არც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ  არაფერი გაუგია. თუმცა, გურამ ამირხანაშვილის მონაყოლის მიხედვით, როდესაც ის სალონში ძალით ჩასვეს, მას გვერდით ორ-ორი მგზავრი მიუჯდა და ერთი აქედან სავარაუდოდ სწორედ .. იყო. ბრალდებულის მამის ვერსია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ასეთია.

შაქარაშვილის 21 ტომიანი საქმე უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ტომით გაიზრდება. საქმის მთავარი მოწმეებს უწყებაში თითქმის უკვე ყოველდღიურ რეჟიმში იბარებენ

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

 


close დახურვა