გიორგი შაქარაშვილს, სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ - „შაბათის ფორმულამ“ გაარკვია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უკვე ცნობილია.
ექსპერტიზის დასკვნის შესახებ „ფორმულასთან“ შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი, მირიან ნიკოლაძე, ყვება.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.