სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ეს შაჰინმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე თქვა და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს EU-ში გაწევრიანება სურს, ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს.
"ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით და აწამოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე"- თქვა შაჰინმა.