logo
ENG



შეაყარე ოცნებას ლობიო - სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

04 დეკ 201908:33
3 წუთის საკითხავი
 
8uhuhnytk5cskea.jpg

„შეაყარე ოცნებას ლობიო" - უფლებადამცველები ლობიოს ამჯერად სააპელაციო სასამართლოსთან მიიტანენ. პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა უკეთესი მომავლისთვის" უერთდება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან სიმბოლურად 41 მარცვალ ლობიოს მიიტანენ. ამით ისინი „ლეიბორისტული პარტიის" წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პოლიციამ ჩხარტიშვილს აქციაზე ლობიოს ჰაერში აყრა სამართალდარღვევად ჩაუთვალა, რის გამოც მას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.   

"სიმბოლურად მივიტანთ 41 მარცვალ ლობიოს და შევახსენებთ ამ აქციით ხელისუფლებას, რომ ლობიოს აყრა არაა დანაშაული, რის გამოც ჩხარტიშვილი დაიჭირეს. ჩვენი მსგავსი ქცია "ქართული ოცნების" ოფისთან ჩავატარეთ და გავიმეორეთ იგივე ქმედება, რის გამოც ლაშა ჩხარტიშვილი დაიჭირეს",-აცხადებს აქციის მონაწილე ნიკა მემანიშვილი.

 


close დახურვა