logo
ENG



შედეგს ვერ მივიღებთ, ეკონომიკა ვერ ამუშავდება - თარხნიშვილი

10 ივნ 202013:06
3 წუთის საკითხავი
 

2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს - მათი განცხადებით, მთავრობამ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ არ განახორციელა და მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, ბიუჯეტში წარმოდგენილ მონაცემებს დასაბუთება აკლია, რის გამოც ის პროექტს მხარს არ უჭერს.

„მხარი არ დამიჭერია - ბევრი პრობლემა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ დასაბუთებული არ იყო ბევრი მონაცემი, მე პესიმისტური პროგნოზები მაქვს - ადამიანების არსებობისთვის ძირითად პროდუქტებზე ფასები არის გაზრდილი", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი ეკონომიკას ვერ აამუშავებს, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე. მათი აზრით, საჭიროა ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.

პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა ის გაჭირვება, რომელშიც იყო ჩვენი მოსახლეობა. ბიზნესში არაა ფული, არ მუშაობს ეკონომიკა. ამის ამუშავების ორი გზაა - ფულის დარიგება და გადასახადების შემცირება. ორივე გზას სჭირდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რაც არ ხდება. შედეგს ვერ მივიღებთ, ეკონომიკა ვერ ამუშავდება", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.


close დახურვა