logo
ENG



შედეგს მივაღწიეთ, აია სოფია კვლავ მეჩეთია - ერდოღანი

24 ივლ 202018:24
3 წუთის საკითხავი
 
jxfyuewfh58hctz.jpg

"შედეგს მივაღწიეთ, აია სოფია კვლავ მეჩეთია", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიაში ჩატარებული პირველი მუსლიმური მსახურების დატოვების შემდეგ განაცხადა. 

ერდოღანის თქმით, აია სოფიას მეჩეთი ყველა მორწმუნისთვის ღია იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 

დღეს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ტარდება. ლოცვას ერდოღანიც შეუერთდა. 

უსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იყო დაფარული.

საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.  



close დახურვა