logo
ENG



შეერთებულ შტატებში 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა

11 აპრ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ერთ დღეში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში უკვე ნახევარ მილიონს აღემატება.

საყოველთაო პანდემიისა და იზოლაციის ფონზე ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანი აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება. მგზავრობების თავიდან ასაცილებლად ევროპის ქვეყნებში გზებზე კონტროლი გაამკაცრეს, ტაძრებში კი ხალხმრავალი ლოცვები ონლაინ მსახურებებმა ჩაანაცვლა.

 

 


close დახურვა