logo
ENG



შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

04 ივლ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები დამოკიდებლობის დღეს 244-ედ აღნიშნავს. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, სამხრეთ დაკოტაში გაემგზავრა და რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალთან სიტყვით გამოვიდა. კლდეში ნაკვეთი ოთხი პრეზიდენტის პროფილების ფონზე ტრამპმა რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს კონფედერაციის ლიდერების ძეგლების აღების კამპანია გააკრიტიკა. პრეზიდენტმა დემონსტრანტებს გაბრაზებული ბრბო უწოდა. ღონისძიებას 7 500-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომელთა უმეტესობასაც პირბადე არ ეკეთა.

კრიტიკის სამიზნე გახდა თავად ღონისძიების ადგილიც, რადგან მემორიალზე გამოსახული ორი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი,  მონათმფლობელები იყვნენ. ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ადგილზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფოიერვერკი პირველად გაუშვეს.

პრეზიდენტის ვიზიტამდე სამხრეთ დაკოტაში საპროტესტო აქციაც გაიმართა. დემონსტრანტებმა მემორიალისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს. 


close დახურვა