logo
ENG



შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

26 თებ 202009:46
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. დამატებითი შეზღუდვები  მოსკოვს ვაშინგტონმა მასობრივი განადგურების  იარაღის გაუვრცელებლობის  შესახებ კანონის შეუსრულებლობის გამო დაუწესა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთში, ჩინეთში, ერაყსა და თურქეთში  დაუწესდათ, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტში  კონკრეტული პირები და კომპანიები არ არის დასახელებული.  საჯარიმო ღონისძიებები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს და შეერთებულ შტატებში სახელმწიფო შესყიდვებზე, ვაშინგტონიდან სახელმწიფო დახმარების მიღებასა და ამერიკაში პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვებს გულისხმობს.  


close დახურვა