ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა თანამდებობა დატოვა.
კევინ მაკ-ალინანი პოსტს 6 თვის განმავლობაში იკავებდა. თანამდებობის დატოვების სავარაუდო მიზეზი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოებაა.
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მაკალინანი ტრამპის მიერ შემუშავებულ ხისტ საემიგრაციო პოლიტიკას არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ პრეზიდენტის გარემოცვა მის საქმიანობაში ერეოდა.
ამ ფონზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მაკალინანს მეტი დროის გატარება ოჯახთან სურდა და გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მის შემცვლელს დონალდ ტრამპი მომდევნო კვირაში დაასახელებს.