ტურისტული სეზონის სამზადისში მყოფი ზამთრის კურორტები გახსნამდე დაიკეტა. გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულმა ობიექტებმა მოიმარაგეს საკვები და მოამზადეს ინფრასტრუქტურაც, თუმცა მთავრობის ახალი რეგულაციით, 28 ნოემბრიდან საკურორტო ზონებში განთავსებულ სასტუმროებს მხოლოდ კოვიდინფიცირებულების ან კარანტინში მყოფი მოქალაქეების მიღება შეეძლებათ. სავაჭრო ცენტრები და სარესტორნო მომსახურების ობიექტები კი დისტანციურად იმუშავებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩაკეტვის შედეგად მიღებული ზარალი შესაძლოა მცირე ბიზნესისთვის საბედისწეროც აღმოჩნდეს.
შეზღუდვები, რომლებიც ტურისტულ სექტორს შეეხება
26 ნოე 202021:30
3 წუთის საკითხავი