logo
ENG



შეზღუდვები არ უნდა იყოს შერჩევითი - სერგო რატიანი

11 აპრ 202017:55
3 წუთის საკითხავი
 
pnniy5ie8fhaict.png

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანაბარი.

დეპუტატის განმარტებით, წესების დარღვევის პროცესში ადგილი აქვს შერჩევით მიდგომას.

"ეს გარკვეულ პრობლემას წარმოშობს. არის კითხვები და კითხვები ძირითადად არის დაკავშირებული ამ ეტაპზე იმასთან, რომ ეს შეზღუდვა არ იყოს შერჩევითი. ვიღაცას ეს შეზღუდვა ეხება, შეიძლება ოჯახის წევრები დააჯარიმონ იმის გამო, რომ ერთ მანქანაში სხედან გარკვეული განლაგებით და მეორე, ჯგუფი ხალხისა, რომელიც იკრიბება - ისინი არ შეზღუდონ. ბუნებრივია რომ ეს, ერთი მხრივ,  აჩენს სრულიად უკონტროლობის განცდას და მეორე, იმას, რომ ფაქტობრივად შეზღუდვები არ არის ქმედითი", - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა