logo
ENG



შეზღუდვების მოხსნა ერთბაშად ვერ მოხდება - გიორგი გახარია

19 მაი 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

„შეზღუდვების მოხსნა ერთბაშად ვერ მოხდება, რადგანაც ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კოვიდ-19 თან ბრძოლის პროცესს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, წინანდალში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველომ წარმატებით მოახერხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ეტაპზე ეკონომიკის აღორძინება მთავარ ამოცანად რჩება. 

„ერთ რამეს უნდა შევეგუოთ - მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება გაურკვეველი დროით. უნდა მოვემზადოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის და ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, იმ რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ, რამდენიც შარშან მივიღეთ. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ფრთხილი და გააზრებული. არანაირი ერთბაშად მოხსნები ვერ იქნება - უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდთან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის, რეპუტაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა