logo
ENG



შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

24 იან 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსნის მოთხვნით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები მოხსნას ითხოვენ.

აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამარფთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ დროში ხელისუფლება მათ მოთხვნებს არ შეასრულებენ, აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

"ეს არის შანტაჟი, რასაც ხელისუფლება თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. დღეს გაჟღერდება და კონკრეტული ვადა მიეცემა ხელისუფლებას იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ წავაყენებთ. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში მოვა გაცილებთ მეტი და უკვე სხვანაირად მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის - ეს არის პირველ რიგში არჩევანის თავისუფლება",-ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა