logo
ENG



შეზღუდული ვიზიტები პრეზიდენტთან

28 დეკ 202120:00
3 წუთის საკითხავი
 

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ღამის ინციდენტის შემდეგ, მესამე პრეზიდენტთან პირად ექიმს არ უშვებენ. ახალი სანქცია და სასჯელი კი ასეთია - შეიზღუდა მნახველების შესვლა გორის ჰოსპიტალში, საიდანაც გვიან ღამით სააკაშვილი იძულებით გადაჰყავდათ. 

მესამე პრეზიდენტმა ბადრაგებს წინააღმდეგობა გაუწია. იუსტიციის მინისტრისგან მომხდარიდან მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ სააკაშვილი გაწერილია. ეს ეპიზოდი სავარაუდოდ სტრასბურგის საქმეს დაემატება. მანამდე კი დღეს განხილვის მთავარ თემად იქცა, ახდენენ თუ არა ზეწოლას გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალ ექიმზე.  


close დახურვა