logo
ENG



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

04 აპრ 202420:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/zmxekavylx03ny1.jpg

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ .

კერძოდ, განცხადებით ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ "ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი", რადგან ის მთლიანი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საზიანო იქნება.

ისინი წერენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამასთანავე, აცხადებენ, რომ შშმ პირთა მიზანი ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა.

 

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: 

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. ხელს შეუშლის თემში არსებული განსხვავებული აზრის არსებობას, რადგან მაშინაც კი, როდესაც გვაქვს რატიფიცირებული გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენცია, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების  ჩართულობა. ზემოხსენებული თემი მჭირდროდაა  დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ფინანსდება უცხოური დონორების მხრიდან. ცნობილია, რომ ძირითადად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შშმ პირთა დასაქმება, მათი ინფორმირება და მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბება/მიწოდება. სწორედ ხსენებული დაფინანსებების დამსახურებაა რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა  კონვენცია რატიფიცირებული, სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე  ჩართულობის უზრუნველსაყოფად არსებული საკონსულტაციო მექანიზმები,  ინკლუზიური განათლება სკოლებში, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან  მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!"   

არა რუსულ კანონს!

ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია!

ჩვენ ვირჩევთ ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს!

ხელმომწერთა სია

  1. ანა სიხაშვილი

  2. ესმა გუმბერიძე

  3. მარიამ დარბაიძე

  4. ინგა მჟავანაძე

  5. მარი კორკოტაძე

  6. ანა მოსულიშვილი

  7. თამილა საგინაძე

  8. ივდითი კვიტია

  9. ილონა აბსანძე

  10. დავით ყვირილიანი

  11. გიორგი კისკეიძე

  12. იკო იაკობიძე

  13. ლიოვა ლუჟანსკი

  14. თათო მახარაძე

  15. სოფიო ქოქოლაძე

  16. კახა აფხაზავა

  17. სანდრო ქინქლაძე

  18. ნატო კუპატაძე

  19. გიორგი ელბაქიძე

  20. იაკობი მანჯავიძე

  21. გოჩა ბოლქვაძე

  22. დეა ერემაშვილი

  23. ზეინაბ თურმანიძე.

  24. ანა ლორთქიფანიძე

  25. ნათია გოგოლაშვილი

  26. მარიამ დოხნაძე,

  27. ანა გოგუაძე

  28. მაკა ნათელაური

  29. შორენა შავლაყაძე

  30. საბა ვაჭარაძე

  31. ნინო ქათამაძე.

  32. მირანდა ძიძიგური

  33. ანჟელა ოვანესიანი

  34. გიორგი ენუქიძე

  35. ელენე მჭედლიშვილი

  36. გურამი გოგოლაძე

  37. ბექა გაჩეჩილაძე

  38. ლუკა გოგიტიძე

  39. სანდრო ზუხბაია

  40. ლევანი ინასარიძე

  41. საბა ჩაფრავა

  42. თათია დათაშვილი

  43. გურამ ფირცხალაიშვილი

  44. თამარ ძაგანიშვილი

  45. ნიკო ქარცივაძე

  46. დავით ქველაძე

  47. გია ჯვარშეიშვილი

  48. გიო კუპატაძ

  49. ალექსი წეველიძე 

  50. ნინე ულუმბელაშვილი

  51. შორენა ძირკვაძე

  52. ლელა არაბული 

  53. ოთო ამირანაშვილი

  54. ნინო აღდგომელაშვილი

  55. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

  56. მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”

  57. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი

  58. შშმ ქალთა ალიანსი

  59. ფონდი აურესი

  60. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

  61. ა(ა)იპ ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი

  62. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი_EPC

  63. უსინათლოთა ხმა

  64. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

  65. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

  66. ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

  67. შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი ცვლილებების გზამკვლევი

  68. სენტირე


close დახურვა