logo
ENG



შეიარაღებული თავდასხმა რუსთავში

09 თებ 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

მოკლული ბიძა, დაჭრილი ბიძაშვილი, მოკლული ტაქსის მძღოლი, დაღუპული ძმები. ამ შედეგით დასრულდა თავდასხმა რუსთავში. ეგრეთ წოდებულ სტამბოლის ბაზარში სანადირო თოფით შეიარაღებულმა კაცმა ოთხი ადამიანი შეიწირა.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ბრალდებულის ბიძაშვილი, ახალგაზრდა ბიჭს მძიმე ჭრილობები აქვს. ბუნდოვანია თავდასხმის მოტივი. დანაშაული დილით მოხდა, როცა ბაზარში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.


close დახურვა