28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზღუდვა არ დაწესდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 26 ნოემბერს მთავრობის უწყებათაშორის საბჭოზე მიიღეს.
ასევე, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სურსათის, მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი. ასევე არ დაიხურება ცხოველების და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიები.
დაიხურება ბაზრობები, სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები, და სპორტდარბაზები.