logo
ENG



შეიძლება დავინახოთ წამების მეთოდიც - ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს

05 დეკ 201911:21
3 წუთის საკითხავი
 
3verysp3aebft7q.png

პატიმარი ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, ადვოკატი ბუდაღაშვილთან შეხვედრას დღეს აპირებს. ბუდაღაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად მისი დასჯის მიზნით მოხდა.

"მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირები სასამართლო სხდომაზე ამხილა, გადაიყვანეს სამარტოო საკანში. დღემდე იქ იმყოფება. საგულისხმოა ისიც, რომ ეს საკანი ემიჯნება რაღაც ოთახს, სადაც მუდმივად მუშაობს გენერატორის მსგავსი მოწყობილობა და 24 საათის განმავლობაში ესმის ეს შემაწუხებელი ხმა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წახალისების მეთოდს არ ჰგავს და პირიქით, შეიძლება დავინახოთ წამების მეთოდიც. ისტორიიდანაც გვახსოვს, რომ მსგავსი წამების მეთოდებით მოქმედებდნენ ფაშისტები გერმანიაში პატიმრებზე“, - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი "ფორმულასთან" საუბარში. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი ამტკიცებენ, რომ ბუდაღაშვილი, თანამოსაკნეების მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს. 

ბუდაღაშვილი ასევე აცხადებდა, რომ მას ახლობლების დაკავებითაც ემუქრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დაკავებულები, ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი და კიდევ 2 პირი, კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

 

 


close დახურვა