logo
ENG



შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

11 თებ 202316:01
3 წუთის საკითხავი
 

"თავისუფლება მიშას" - ამ მოწოდებით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციები გარდა თბილისისა, რეგიონებშიც დააანონსა. მისი თქმით, პროტესტი იქნება ყოველდღიური.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა