logo
ENG



შემსუბუქებული სასჯელი 5 ივლისის საქმეზე

16 იან 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

ხუთი ივლისის საქმეზე ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობის ბრალდება უკვე აღარცერთ დაკავებულს აღარ აქვს. სააპელაციოს მოსამართლე მაია თეთრაულმა ექვსი პირი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა და სასჯელი 5-დან 4 წლამდე შეუმცირა. ლაპარაკია ორ ეპიზოდზე - ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმა ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე და ძალადობა ილია თვალიაშვილზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სასტიკად ნაცემი ლაშქარავა გარდაიცვალა, თვალიაშვილს თვალზე ახლაც დაზიანება აქვს.

 


close დახურვა