logo
ENG



შენგელიამ „ქონიასპორი“ თურქეთის დაბალ დივიზიონში გავარდნისგან იხსნა

20 ივლ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
cfhsii1anx01x9w.jpg

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული "ქონიასპორის" 24 წლის შემტევმა - ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში გაიბრწყინა. 

ქართველი ფეხბურთელის "ქონიასპორი" თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდა, სადაც მატჩის 80-ე წუთზე 3:1 მარცხდებოდნენ და ჩემპიონატჩი დასარჩენად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. 

მატჩის 39-ე წუთზე მატჩში ქართველი შემტევი ჩაერთო. 81-ე წუთზე შენგელიამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 3:2 გახადა, 88-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გოლად გადააქცია და ანგარიში 3:3 გახდა. 

მატჩის დამატებულ წუთზე კი, შენგელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც მის კლუბს მოაგებინა და ამ გამარჯვებით "ქონიასპორმა" თურქეთის ჩემპიონატში, მომავალ სეზონში თამაშის საგზური მოიპოვა. 


close დახურვა