გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა უკვე მეორედ მოიპოვა ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც „მორაბანკ ანდორაში" თამაშობდა.
საუკეთესო ხუთეული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და მოთამაშეები მონაწილეობდნენ.
გიორგი შერმადინი „ტენერიფეში“ 2019 წლიდან ირიცხება.