ქართული ოცნების ბოლო ზაფხულმა პარლამენტში, პოლიტიკური ტემპერატურის პიკს მიაღწია, სრულად მოირღვა სახელისუფლებო გუნდის ნერვული სისტემა. ხანგრძლივი ბიულეტინის შემდეგ სამსახურში დაბრუნებული მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს უფრო აგრესიული დახვდა, ვიდრე მას ეს სჩვეოდა. მიუხედავად იმისა რომ საზოგადოება ერთხმად შეთანხმდა რომ ის რუსული დავალებების შემსრულებელია, ამის შეხსენებაზე მდინარაძე კონტროლს სრულად კარგავს. რეპორტაჟში ნახავთ როგორ ესმის თავს ის ჩვენს ჟურნალისტს და როგორ იწვევს მას, რომ კონფლიქტში შევიდეს. ნერვები დაწყვეტაზე აქვთ სხვა დეპუტატებსაც. ჩვენს რეპორტაჟში იმასაც ნახავთ რა ნიშნით არჩევს ირაკლი ზარქუა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს, ვის კითხვებს უნდა უპასუხოს და ვისას არა. რატომ ვერ პასუხობენ კითხვებს ხმაურიან ამნისტიაზე, რომლიდანაც მუხლები შერჩევითად გააქრეს - დასკვნები თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ.
შერჩევითი ამნისტია - შაბათის ფორმულა
20 ივლ 202420:11
3 წუთის საკითხავი