ორმაგი სტანდარტის ახალი საფეხური მთავრობისგან - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერ დაწესებულ აკრძალვებს არღვევს. ქვეყნის პრემიერმა საზეიმოდ გახსნილ პარკში საჯაროდ გამოსვლისას თავად აღიარა, რომ მისივე ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაარღვია და კიკვიძის პარკში იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ვიდრე ეს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებითაა ნებადართული. არადა პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ შემოღებული აკრძალვებით, ღია სივრცეში გამართულ შეკრებებს 200 კაციანი ლიმიტი აქვს.
მომღერლები, რომლებიც ამ შეზღუდვის გამო კონცერტებს ვერ მართავენ, ხელისუფლებას შერჩევით მიდგომებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნო კამპანია კანონის დარღვევით დაიწყო.
ცხელ ხაზზე ფორმულას უდასტურებენ, რომ მასობრივ თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. უპასუხოა კითხვა რატომ არ კანონობს მთავრობისთვის კანონი?
დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში.
