logo
ENG



შესაძლოა, ამერიკამ სანქციები აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე-დავით ზალკალიანი

23 ოქტ 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
clv5duzohkcjkmc.jpg

აბრეშუმის გზის ფორუმზე საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს "საქართველოს მხარდამჭერ აქტზე" გააკეთა კომენტარი. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დოკუმენტი სტატეგიულად მნიშვნელოვანია და ასახავს უპრეცედენტოდ მაღალ საკანონმდებლო ინიციატივას. მინისტრმა რამდენიმე მიმართულება გამოყო, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. მისი თქმით, დოკუმენტის თანახმად სიაში შემავალ ადამიანებს ამერიკის მხრიდან შესაძლოა სანქციები დაუწესდეს. 

ზალკლიანის თქმით, დოკუმენტი ადასტურებს რამდენად საჭიროა აშშ-თსვის საქართველო და იმედს იტოვებს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. 

"დოკუმენტში არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზირიას სიასთან მიმართეაბში და შესაძლო სანქციებთანდ დაკავშირებით იმ პირების მიმართ, ვინც ასიაშა. ის ავადელბულებს ამერიკის აღმსრულებელ ხელსიუფლებას რომ დაიწყოს მუშაობა  შემზღუდავი ზომების გატარებაში. ვფიქორბ, რომ ის მოიტანს ხელშესაღებ შედეგს, "-აცხადებს ზალკალიანი.

მინისრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე. უფრო ზუსტად ატოცზე, სადაც უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. ასევე ახალგორზე, რომლიც უკვე რამდნეიმე კვირაა ჩაკეტილი. მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო მოლაპარაბები ფორმებში თანათავმჯდომარეებს ინტენსიურად აყენებს საქმის კურსში და საერთაშორისო მოლაპარაკბების ფორმატში. 

"ჩვენ მუდმივად საქმის კურსში გვყავს ჩვენი პარტნიროები, მათ შორის თანათავმჯდოამრეები. შედგა ჩემი მოადგილის სატელეფონო საუბარი ყევლა თავმჯდოამრესთან: ეუთო, ევროკავშირი, გაერო და ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით დავაყენებთ ჟენევის მოლაპარაკების ფრომატშიც ამ თემას. მიუღებელია ის, რაც იქ ხდება,"- აცხადებს ზალკალიანი.  


close დახურვა