logo
ENG



შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება

12 ივნ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად ოპოზიციის გარეშე ემზადება. ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება თვის ბოლომდეა დაგეგმილი. 8 მარტის შეთანხმების ჩაგდება ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს რეალურს გახდის და ოლიგარქის პოლიტიკურ დასასრულს დააჩქარებს დააჩქარებს.

13 კონგრესმენის უმკაცრესი ანგარიშის შემდეგ, პოლიტიკური და საექსპერტო წრეები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ ამერიკელი დიპლომატის მონაწილეობით მიღწეული პირობის დარღვევა, ქართული ოცნების ლიდერს ძვირად დაუჯდება.

ოლიგარქის ბედზე საუბარი დღეს „ქართულ ოცნებაში" აღარ ისურვეს. ერთადერთი ვინც „ფორმულას" შეკითხვებს უპასუხა, ფრაქციის ლიდერი იყო. რატი იონათამიშვილიც აღიარებს რომ 8 მარტის შეთანხმება გადამწყვეტი იქნება, თუმცა არა მმართველი გუნდისთვის.

„ქართული ოცნებისთვის" შეთანხმების შესრულება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით შემოიფარგლება. არადა 8 მარტს ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა - მათ შორის იყო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული, რომელსაც ოპოზიციაც და ახლა უკვე დიპლომატებიც  პოლიტპატიმართა გათავისუფლების აქტს უწოდებენ. ეს მემორანდუმი კი შესრულებულად არ მიიჩნევა მანამ  სანამ „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა ციხეში იქნება.

 


close დახურვა