logo
ENG



შეტაკებებს ბანგლადეშში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

21 ოქტ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
6vpkav4t48xpogz.png

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ბანგლადეშში. არეულობის მიზეზი "ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული კომენტარი გახდა, რომელშიც მუსლიმი მოსახლეობის მტკიცებით,  ერთ-ერთმა პირმა წინასწარმეტყველი მუჰამედი შეურაცხჰყო. მომიტინგეები შეურისძიების მოთხოვნით ქალაქ დოლას ცენტრში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც  ადგილზე მოსულ პოლციის მაღალჩინოსნებს დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, 100-ზე მეტ  დაშავებულს შორის არიან სამართალდამცველებიც. 


close დახურვა