logo
ENG



შეტევა მედიაორგანიზაციებზე

14 სექ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების მხრიდან მედიის საქმიანობაში უხეშად ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა. ხელისუფლების სამიზნე ამჯერად პლატფორმა "მთის ამბებია". აქაც პაპუაშვილი აქტიურობს, რომელიც მანამდე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაზე გავლენის მოხდენა დონორის გავლით სცადა. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა "მთის ამბების" წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული არიან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებიც. "მთის ამბები" და მისი რედაქტორი გელა მთივლიშვილი აქამდეც არა ერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მთივლიშვილი აქტიურად აშუქებს შოვის სტიქიას, მუშაობს მტკიცებულებებზე და მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას.


close დახურვა