logo
ENG



შეუსრულებელი და გაჭიანურებული პროექტები

16 იან 202420:07
3 წუთის საკითხავი
 

რომელი მასშტაბური პროექტი დაასრულა მერიამ დათქმულ ვადაში? - ეს კითხვა დღეს საკრებულოს გარდა, სოციალურ ქსელებშიც აქტუალური იყო. მოქალაქეები იხსენებენ თვეობით, ზოგჯერ კი წლობით მიმდინარე სამუშაოებს და იმ პროექტებსაც, რომლებსაც რეაბილიტაციის შემდეგ მალევე დაზიანდა. არქივი ამ მხრივ მდიდარია - მეტრო გოცირიძე, ჭავჭავაძე, მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზა, ხიზანიშვილის ქუჩა, რომელიც გახსნიდან მალევე ჩავარდა. სხვათა შორის, გლდანში მიმდინარე რეაბილიტაციისას 500 ტონა მილი მოიპარეს.


close დახურვა