logo
ENG



შეუწყდება თუ არა დოლიძეს წევრობა - არასამთავრობოები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

04 ნოე 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
oa39b88u05ealge.png

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიას შეხვდა და განაცხადა, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი ხელწერა გამომდინარე იქიდან, რომ ის არის საკმაოდ აქტიური და ამხელს ე.წ. კლანს სასამართლო ხელისუფლების დაუფლებაში. ანა დოლიძე განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა არის არასამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება გამოიწვიოს საბჭოს წევრი.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. მათი აზრით, საბჭოში განსხვავებული აზრს ვერ ეგუებიან. არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ დოლიძეს პოლიტიკურად დევნიან. გარდა ამისა, არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სამართლებრივად არასწორია დოლიძის საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ საბჭოს წევრების გააქტიურებას მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირებს. ოპოზიცია დოლიძის გარიცხვას მის კრიტიკულ  განცხადებებს უკავშირებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევში თუ ეს მოხდება სასამართლოს და მართლმსაჯულების ავტორიტეტი დაზიანდება.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს წარუდგინა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

  

 


close დახურვა