logo
ENG



შეცვალე გახარიას მილიცია - აქცია სამეგრელოში

01 თებ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

 

„შეცვალე გახარიას მილიცია“, „შეცვალე ია კერზაიას მკვლელები“ - ამ ლოზუნგით აქცია გამართეს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან. იმის ნიშნად, რომ სამეგრელოს პოლიცია კრიმინალების თავშესაფარია, აქტივისტებმა ადგილზე შპრიცები და ფქვილი მიიტანეს. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შენობაზე სტიკერებიც მიაკრეს.

„ჩვენ მოვედით, რათა გავაპროტესტოთ სამეგრელოში შექმნილი კრიმინალური სიტუაცია, ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ის რომ ნარკორეალიზატორები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ჩვენ მოვეედით იმის გამო, რომ კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენა არის სამეგრელოში და სწორედ პოლიციის მეშვეობით გახარიას დავალებით ამ ადამიანებს აუნთეს მწვანე“ , - განაცხადა „შეცვალეს“ აქტივისტმა.

 


close დახურვა