logo
ENG



#შეცვალე მკვლელი სისტემა - თსუ-ს სტუდენტების აქცია

18 დეკ 201918:26
3 წუთის საკითხავი
 
0ldg4a7k7f5nd71.jpg

#შეცვალე მკვლელი სისტემა - ამ ლოზუნგით თსუ-ს უნივერისტეტის სტუდენტები აქციას მართავენ და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, სისტემის მთავარი პრობლემა ძალის არაპროპორციულ გამოყენებაშია. აქციის მონაწილეები ოჯახს სამძმარს უცხადებენ.

„გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ დედას, რომელსაც მეუღლის დაკარგვის შემდეგ გამოწვეული პრობლემებით, შვილიც ტრაგიკულად დაკარგა. „შეცვალეს“ წვერებმა თსუ-დან გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ფორმით გამოგვეხატა ჩვენი სათქმელი. მშობლებს და ბავშვებს, რომლებიც ეჩეხებიან სასოწარკვეთის მომენტებს გვინდა ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და სტუდენტები, რითიც შეგვიძლია მათ ყოველთვის დავეხმარებით. სისტემის მთავარი პრობლემა არამარტო მთელი პოლიტიკური ხარვეზები, არამედ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაშია. ამ გზით გვინდა, რომ სტუდენტები უფრო მეტად ჩავრთოთ და გავააქტიუროთ, იმიტომ რომ მოზარდები, რომლებიც 15-16 წლისები არიან 2 ან 3 წელიწადში აქ უნივერსიტეტებში უნდა მოვიდნენ და არ გვინდა მათ ისეთი გარემო დავახვედროთ, რომელიც მათ შეაშინებთ“, - განაცხადა თსუ-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ. 

 


close დახურვა