logo
ENG



შეცვლილი ჩვენებები და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები - შაქარაშვილის საქმე

13 ივლ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

 შეცვლილ ჩვენებებთან და ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებთან ერთად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ჩნდება ახალი ფიგურანტი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსურდული ვერსიით. ნიახური - ესაა ღამის პირველ საათზე მაგისტრალზე გაჩერების მიზეზი, რომელსაც ჩვენებაში მძღოლი ასახელებს. საუბარია იმ მიკროავტობუსზე, რომელიც ფერად შენობასთან ჩნდება. ნიახურის ეპიზოდი ემთხვევა დროს, როცა არაგვის ხიდთან სპორტსმენის დევნა და მასზე სასტიკი ანგარიშსწორება მიმდინარეობს.

ირკვევა, რომ მიკროავტობუსს საბედისწერო ღამეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მართავდა. ის ჩვენებაში ყვება, რომ ღამე ცოლ-შვილთან ერთად მგზავრობდა და სავალ ნაწილთან დაყრილი საგნის, ნიახურის მოსაგროვებლად გაჩერდა. ჩვენებებს თავდაყირა აყენებს ანძის ჩანაწერიც, რომლითაც დგინდება, რომ მერსედესში მყოფი მორაგბე თბილისიდან მცხეთაში ბრუნდება. საგამოძიებო უწყება დუმს, საზოგადოება კი ელოდება პასუხს, რატომ არ რეაგირებს სავარაუდოდ ცრუ ჩვენებებზე ძალოვანი უწყება და რატომ არ წაუყენეს მკვლელობის საქმეზე ბრალი ამ დრომდე არავის.

 


close დახურვა