ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს ამზადებს. „ფორმულას“ ინფორმაციით, გიორგი გახარიას შემცვლელად პრემიერ მინისტრის პოსტზე დავით ბაქრაძე განიხილება.
საქმიანობის ვადა ამერიკაში საქართველოს ელჩს უკვე ეწურება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ბაქრაძე ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეცვალოს.
სამთავრობო ცვლილებებზე არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურად წერს მედია - ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყნის არაფორმალური მმართველი მინისტრთა კაბინეტის ჩაბარებას მისთვის სანდო კადრისთვის, გიორგი ლილუაშვილისთის აპირებს.
თავად გახარია „წიწილების დათვლას“ შემოდგომამდე არ ჩქარობს, თუმცა მას დღეს ოპოზიციიდან შეახსენეს ივანიშვილის მმართველობის სტილი - მოხსნის შესახებ ის მოქმედ პრემიერებს არ უთანხმდება.