logo
ENG



შეხვედრა რამშტაინის ბაზაზე

21 აპრ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 

საკონტაქტო ჯგუფმა შექმნიდან ერთ წელიწადში უკრაინის სამხედრო დახმარება 10-ჯერ გაზარდა და უკვე 55 მილიარდ დოლარს  აჭარბებს. რამშტაინის ფორმატში პარტნიორები დღეს მე-11  შეიკრიბნენ და კვლავ უკრაინის არმიის საჭიროებები განიხილეს. 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს შორის რამშტაინის ბაზაზე გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც დაესწრო. ბოლო თვეების განმავლობაში მოკავშირეებმა უკრაინას 230 ტანკი და 1500-ზე მეტი ჯავშან მანქანა გადასცეს. რამდენიმე კვირაში კი გერმანიის პოლიგონზე უკრაინელი ტანკისტები ამერიკული აბრამსების მართვის შესწავლასაც დაიწყებენ.


close დახურვა