logo
ENG



შეხვედრები პრეზიდენტთან - კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაზე

07 ოქტ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 

კონსულტაციების პირველი დღე პრემიერობის კანდიდატის გვარის დასახელების გარეშე დასრულდა. კოალიცია ცვლილებისთვის პირველია, რომელსაც პრეზიდენტი დროებითი, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ ესაუბრა. შეხვდება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართული ქარტიის ხელმომწერია. სწორედ ეს დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის შექმნის თაობაზე სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციას. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის დაკომპლექტებაზე პარტიები ოლიგარქის დამარცხების შემდეგ უნდა შეთანხმდნენ.


close დახურვა