logo
ENG



შეხვედრები პრეზიდენტის სასახლეში

22 დეკ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პროცესს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლე ვიზიტორებს მასპინძლობდა. ეროვნული თანხმობის პერსპექტივაზე ესაუბრა ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც და სახალხო დამცველსაც.

პრეზიდენტი ყველაფრისთვის მზადაა, ამბობს ომბუდსმენი აუდიენციის შემდეგ. იგულისხმება თუ არა ამ ყველაფერში შეწყალება უცნობია. პოლიტიკური მოლაპარაკებები და ეროვნული თანხმობის იდეა იქნება საუბრის მთავარი თემა მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, - მარგველაშვილს სააკაშვილთან შესასვლელად თანხმობა პენიტენციურმა უკვე უთხრა. 


close დახურვა