შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს. ეს განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.
დუსა ამბობს, რომ საუბარია საგადასახადო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც მისი აზრით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
დუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და აღნიშნავს, რომ ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები აძლიერებს.
"საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას", - განაცხადა მან.
პარალელურად, შვედეთი 25 მილიონ კრონს (2 170 000 ევრო-მდე) გამოყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო კვლავაც მიმართავს ევროკავშირს.
ამასთან, 2023 წელს შვედეთის ხელისუფლების დახმარებამ შეადგენდა 37.5 მილიონი კრონა შეადგინა, რაც 3 500 000 დოლარზე მეტია. შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ფარგლებში შემცირდება 2024 და 2025 წლებში გასაწევი დახმარება, რაც 1 მილიარდი კრონით (93 000 000 დოლარი) შემცირებას გულისხმობს.