logo
ENG



შვედეთი უკრაინას $287 მილიონის სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

16 ნოე 202214:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/2iyya2hmjouf8vi.jpg

შვედეთის პრემეირმინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, უკრაინას 3 მილიარდი კრონის (287 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

ეს ამ დრომდე შვედეთის მხრიდან უკრაინისადმი დახმარების უდიდესი პაკეტია, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს.

წინა დახმარების ფარგლებში შვედეთმა უკრაინას მარტივი აღჭურვილობა, როგორიცაა ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები სარაკეტო ყუმბარები და რაკეტები გაუგზავნა.

„ეს უფრო დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია, ვიდრე ყველა წინა 8 პაკეტი ერთად შეკრებილი. ეს ყველაზე მასშტაბური რამაა, რაც გაგვიკეთებია და ჩვენ მივყვებით ზუსტად იმას, რაც უკრაინის იმ პრიორიტეტების სიაშია, რაზეც ისინი თავად ფიქრობენ, რომ ახლა სჭირდებათ“ - განაცხადა კრისტერსონმა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის თქმით, ახალი სამხედრო აღჭურვილობა მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემას და ტყვია-წამალს, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დასაცავადაა საჭირო.

კრისტერსონმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთის ხელისუფლება ახლოდან აკვირდება პოლონეთში, უკრაინის საზღვართან აფეთქებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საჭიროა მეტი ინფორმაცია, რათა მომხდარის შესახებ სურათი უფრო მკაფიო გახდეს.

 

close დახურვა