logo
ENG



შვედეთი უკრაინას დამატებით 199 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

06 ოქტ 202315:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/slb53pq7dv5j03r.jpg

შვედეთი უკრაინას დამატებით 199 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დახმარების მე-14 პაკეტი საარტილერიო ჭურვებს, სათადარიგო ნაწილებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. 

"[სამხედრო პაკეტის გადაცემა] უნდა განიხილებოდეს როგორც შვედეთის ერთგულების გამოხატულება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართ", - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა