logo
ENG



შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა საქართველოშია

29 მარ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/29/c159onuiw5i22iz.png
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვია. გვირგვინოსან პრინცესას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

როგორც შვედეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, პრინცესა ვიქტორიას საქართველოში ვიზიტი 30 მარტამდე გაგრძელდება. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.

საელჩოს განცხადებით, შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა