logo
ENG



შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა

20 ნოე 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
kkz4pne2yqa7am9.jpg

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა. პროკურატურის განცხადებით, "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ბრალის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გადაწყვეტილება მოწმეების დაკითხვის შედეგად მიიღეს. გამოძიება მეცხრე წელია გრძელდება. ვადა მას მომავალი წლის აგვისტოში გასდიოდა. შვედეთის პროკურატურამ ასანჟს ბრალი 2017 წელს ერთხელ უკვე მოუხსნა და ორდერიც გაიწვია, თუმცა ბრიტანეთში, ეკვადორის საელჩოში მისი აყვანის შემდეგ ძიება განახლდა. ეკვადორის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გატარებული 7 წლის შემდეგ ჯულიან ასანჟი ბრიტანულ ციხეშია. ამერიკის შეერთებული შტატები მას შეთქმულებაში მონაწილეობაში და საიდუმლო დოკუმენტების უკანონო მიღებასა და გავრცელებაში სდებს ბრალს.

 


close დახურვა