logo
ENG



შვედეთის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს

05 აგვ 202319:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/qr3j4g6dtvq3m6r.jpg

შვედეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

"შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და გულწრფელად უსამძიმრებს რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას. ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20 ადამიანთან. 


close დახურვა