შვეიცარიის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად 100 მილიონი დოლარის გამოყოფას დათანხმდა.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭოს განცხადებაში წერია, რომ "მიიღო სამოქმედო გეგმა უკრაინელ ხალხზე ზამთრის გავლენის შესამცირებლად." შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მისი დახმარების ძირითადი სფეროები იქნება სასმელი წყლით უზრუნველყოფა და უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
"უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი- მოსახლეობის დაახლოებით 40% - უკვე დამოკიდებულია დახმარებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში შეიჭრა უკრაინაში... ზამთრის დადგომასთან ერთად ეს რიცხვი 24 მილიონამდე გაიზრდება, რადგან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით მესამედი დაზიანდა."- წერია განცხადებაში.
შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაზიო კასისმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში კიევში შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება ომის შედეგად დაზარალებულებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად.
"უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა ბოლო კვირების განმავლობაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი მიწოდების სისტემებზე მიზანმიმართული თავდასხმების გამო." - ნათქვამია განცხადებაში.
შვეიცარია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს დამატებითი დახმარება.