შვეიცარიამ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. სანქციები ეხება 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ოლიგარქ ალექსანდრ მელნიჩენკოს.
შვეიცარიის სანქცირებულთა სიაში, ევროკავშირის მსგავსად, მოხვდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში არიან ბრალდებულნი.
გარდა ამისა, SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს ოთხი რუსული და ბელარუსული ბანკი, მათ შორის სბერბანკი, რომელიც რუსეთში უმსხვილესია.