logo
ENG



შვილიშვილმა ბებიის მკვლელობა შეუკვეთა - შაბათის ფორმულა

28 იან 202320:58
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ, შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 26 წლის კაცი ცდილობდა რომ შეკვეთით ბებია მოეკლა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ბიზნესმენი ბებიის მკვლელობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუკვეთა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრალდებული იმ სახლთან აიყვანეს, სადაც მკვლელობისთვის გამეტებული ბებიამისი ცხოვრობს. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ გამოძიებამ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შვილიშვილი მოკვლას უპირებდა - უთხრა მსხვერპლ ქალსაც, ვიდრე ბრალდებულს დააკავებდნენ. ამ დანაშაულის საქმეში ჩანს, რომ ბრალდებული დაუკავშირდა პირს, რომელსაც მისი ბებიის მკვლელობა უნდა შეესრულებინა. 150 ათასი დოლარის გადახდას შეჰპირდა - თანხის ნაწილი კი წინასწარ გადასცა. ბრალდებულმა მას დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ბებიის ფოტოსურათებიც გაუგზავნა.


close დახურვა