logo
ENG



შთამომავალი კალანდიებმა და სუბელიანებმა მომიკლეს - სარალიძემ სხდომა ხმაურის ფონზე დატოვა

24 იან 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ სხდომაზე დაცვის მხარეს შვილის ფოტოები შეაყარა და დარბაზი ხმაურით დატოვა. ის გააღიზიანა ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა, თითქოს ის ხელისუფლებას გაურიგდა.

"რაზე მელაპარაკებით? კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ, ფეხებზე მკიდიაო, ხალხი არ ხართ?! რა მნიშვნელობა აქვს, როდის გამოუშვებენ? ეს არის გარიგება?! შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინეს. რა პასუხის გაგება გინდათ?“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ სხდომის დატოვების შემდეგ. 

მოგვიანებით კომენტარი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამაც გააკეთა. კალანდიას თქმით, მისი შვილი საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდება. 

"ციხეში როდესაც ზიხარ, თითო დღეს მნიშვნელობა აქვს. ბევრი ვერ უძლებს ამას. ამის გამო თანხმდებიან საპროცესო შეთანხმებაზე. რამდენიც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენ საპროცესოს არ დავთანხმდებით. ზაზამ რეალურად იცის მაგის შვილის მკვლელები ვინ არიან. ის საცოდავი ბავშვები დღეს ციხეში სხედან. მათ ცოდვის სახით დიდი ტვირთი ადევთ“, - აღნიშნა მან. 

ბრალდებულის ძმა კი ამტკიცებს, რომ სარალიძეს ხელისუფლებას გაურიგდა. 

"სარალიძესთან არის შეთანხმება, რომ მისი შვილის მკვლელს შეუმსუბუქდეს წლები. ეს არის მანიპულაცია. ზუსტად 1 წლის წინ ვიხილეთ, რომ ბრალდებული სრული სიმკაცრით უნდა დასჯილიყო. ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რა გარიგებას აქვს ადგილი. არ ვაპირებთ იმ ბრალდებების ატანას, რომელიც ჩვენი ოჯახის მისამართით ჟღერს", - ამბობს ლუკა კალანდია. 

 

 

 

 

 


close დახურვა